Sf-x

მიტოვებული სახლი / Mitovebuli Saxli

by Sf-x

[Intro]
მიტოვებული სახლი დგას მთაში
თავჩაქინდრული აღარვის ელის
გადაწურვია იმედი და
შინ არვინ ბრუნდება მე-100 წელი

მიტოვებული სახლი დგას მთაში
მიტოვებული სახლი
მიმტევებელი სახით, მიმტევებელი სახით
მიტოვებული სახლი დგას მთაში
მიტოვებული სახლი
მიმტევებელი სახით, მიმტევებელი სახით

[Verse]
მუხის მოკვეთა მოყვა ჩემს შობას
დღემდე ჩემშია დიდება მისი
ქარი, ავდარი მიწევდა მტრობას
და ძალა ჩემში ისეა ისევ
ვუყვარდი პატრონს ჩემს ამშენებელს
არ ვაკარებდი მეც ნიავს ცივს
თუნდაც მეოღლეს მის დამშვენებელს
მე ვპატრონობდი, მე სახლი მთის
ქალი ქალობდა, შემოდის გადის
ფაცი-ფუცობდა, არ ურჩის ძალას
და სანადიმოდ მოტანილ ნადირს
დაახვედრებდა მდუღარე წყალს
კაცი ტყეებში, ველებზე გავლით შრომობს
ვერ ნახავთ დღის მშობელს მწუხარს
დაჩეხდა შეშას და ყოველ ღამით
ვაგიზგიზებდით შინაურ ბუხარს
ბედნიერებით ვტკბებოდით სამნი
ქალი, ქმარი და მე სახლი მთის და
აღარ ქონდა საზღვარი ტკბობას
როცა გავიგე ელოდნენ შვილს
მეცხრე თვის შემდეგ ვისროლეთ თოფი
მოყვა ქეიფი დაბადებულს, გამოიცალა 1000 დოქი
სწორედ ამ დღისთვის გადადებულს
ვზარდეთ მთასავით ბიჭუნა მთაში
ვინ გამოითვლის მასზე ჩვენ ამაგს
და რომ დაკაცდა იფიქრეს
მაშინ მოდი ბიჭუნა გავუშვათ ქალაქს
გადაშლის წიგნებს , ისწავლის ენებს
და დაბრუნდება სწავლული მხარეს
და ის დღეც მახსოვს დამშვიდობების
ჩვენ რომ ცრემლს ვღვრიდით სამივე ცხარეს
ჯერ სულ ყოველდღე წერილი მოდის
გვიხსნის, გვიყვება ქალაქის ამბავს
მერე ნელ-ნელა ცნობებმაც იკლო
ვფიქრობდით ალბათ თავს ვეღარ აბავს
დრო გადიოდა, წლები
თვეები მხოლოდ წერილი, სიტყვა მცირედი
გადაუბერდა პატრონს ხელები
და შვილის ნახვის ყველა იმედი
ნერვიულობით, სიბერით, დარდით
დიდმონატრებით ამასთანავე, ჩემი მშობელი
ორივე კარგი, ამ მოლოდინში დავასაფლავე
მოდის ყმაწვილი ცოლით და შვილით
საფლავს უყურებს გამზრდელის მისას
და ცოტახანში ორივე ვტირით
ჩვენი ბიჭი და მე სახლი მთისა
მეორე დღეს მეც მაკოცა ფიცარს
ვერ ვპატიობდი ბოდიშს თავიდან
დამადო კლიტე, ვითომ ეს მიცავს
და მის ოჯახთან ერთად წავიდა

[Outro]
მიტოვებული სახლი დგას მთაში
თავჩაქინდრული აღარვის ელის
გადაწურვია იმედი და
შინ არვინ ბრუნდება მე-100 წელი

მიტოვებული სახლი დგას მთაში
მიტოვებული სახლი
მიმტევებელი სახით, მიმტევებელი სახით
მიტოვებული სახლი დგას მთაში
მიტოვებული სახლი
მიმტევებელი სახით, მიმტევებელი სახით

Song Comments
On მიტოვებული სახლი / Mitovebuli Saxli by Sf-x

Must have JavaScript enabled to comment.